ნიგერიის ხელისუფლებამ შეიარაღებული პირების მიერ გატაცებული ქალები და ბავშვები გაათავისუფლა
ნიგერიის ხელისუფლებამ შეიარაღებული პირების მიერ გატაცებული 100 ქალი და ბავშვები გაათავისუფლა, რომელთა შორის ჩვილებიც არიან.
თავდასხმა 8 ივნისს ზამფარას შტატში მოხდა, რა დროსაც ბოროტმოქმედებმა ოთხი ადამიანი მოკლეს, ქალები და ბავშვები კი გაიტაცეს.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გატაცებულთა გასათავისუფლებლად გამოსასყიდი არ გადაუხდიათ, თუმცა დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებენ.