ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა რვა ადამიანი მოკლეს და 150 გაიტაცეს
ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა რვა ადამიანი მოკლეს და 150 გაიტაცეს

ნიგერიის ერთ-ერთ პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა რვა ადამიანი მოკლეს და 150 გაიტაცეს.

გავრცელებული ცნობით, შემთხვევა დასახლება კუჩიში მოხდა, სადაც მეზობელი კადუნას შტატიდან რამდენიმე ასეული შეიარაღებული პირი ჩავიდა და ადგილობრივებს თავს დაესხა.

ადგილობრივები ძალოვან უწყებებს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მოსახლეობის დასახმარებლად არავინ მივიდა, მაშინ როდესაც თავდასხმა 3 საათს გრძელდებოდა.

ნიგერიაში თავდასხმებს ძირითადად რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების, „ბოკო ჰარამისა“ და „დასავლეთაფრიკული ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ახორციელებენ.