ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ორ სოფელში შეიარაღებულმა პირებმა სულ მცირე 34 ადამიანი მოკლეს

23:50, 27.09.2021

ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ორ სოფელში შეიარაღებულმა პირებმა სულ მცირე 34 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ კადუნას შტატის მთავრობაზე და ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მთავრობის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად მოკლულია 34 ადამიანი, ადგილობრივები კი სულ მცირე 44 გარდაცვლილის შესახებ საუბრობენ.

ცეცხლსასროლი იარაღითა და მაჩეტებით შეიარაღებული მამაკაცები კადუნას შტატის ორ სოფელში ორშაბათს ღამით შეიჭრნენ, ადგილობრივები დახოცეს და საცხოვრებელი სახლები დაწვეს.

ხელისუფლების განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მისულ უსაფრთხოების ძალებს თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს. სოფლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი.

მსგავსი