ნიგერიაში 22-სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ

08:31, 02.11.2021

ნიგერიის ქალაქ ლაგოსში 22-სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.ეძებენ. არსებული მონაცემებით, გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, ათობით კი დაკარგულად ითვლება.

ადგილზე მაშველები, მოხალისეები მუშაობენ. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად ოთხი ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რამ გამოიწვია მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევა და რამდენი ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარის მიზეზების გამოძიების განკარგულება გასცა.

მსგავსი