ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა სულ მცირე 43 ადამიანი მოკლეს
ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა სულ მცირე 43 ადამიანი მოკლეს

ნიგერიის ჩრდილოეთით მდებარე სოკოტოს შტატში შეიარაღებულმა პირებმა სულ მცირე 43 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ შტატის გუბერნატორის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმა ყოველკვირეულ ხალხმრავალ ბაზრობაზე მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ათობით ადამიანი, ასობით პირი კი გაიტაცეს.

შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში, ხელისუფლებამ სექტემბრის დასაწყისში ზამფარას შტატში სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის გათიშვის განკარგულება გასცა. მოგვიანებით, ოპერაციის გაფართოებასთან ერთად, საკომუნიკაციო საშუალებები გაითიშა კატსინის, სოკოტოსა და კადუნის შტატებშიც.