ნიგერიის ხელისუფლებამ შეიარაღებული პირების მიერ გატაცებული ქალები და ბავშვები გაათავისუფლა

10:46, 21.07.2021

ნიგერიის ხელისუფლებამ შეიარაღებული პირების მიერ გატაცებული 100 ქალი და ბავშვები გაათავისუფლა, რომელთა შორის ჩვილებიც არიან.

თავდასხმა 8 ივნისს ზამფარას შტატში მოხდა, რა დროსაც ბოროტმოქმედებმა ოთხი ადამიანი მოკლეს, ქალები და ბავშვები კი გაიტაცეს.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გატაცებულთა გასათავისუფლებლად გამოსასყიდი არ გადაუხდიათ, თუმცა დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებენ.

მსგავსი