ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში დაუდგენელი შეიარაღებული პირები სკოლას თავს დაესხნენ და ერთი მოსწავლე მოკლეს
ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში დაუდგენელი შეიარაღებული პირები სკოლას თავს დაესხნენ და ერთი მოსწავლე მოკლეს

ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში დაუდგენელი შეიარაღებული პირები სკოლას თავს დაესხნენ და ერთი მოსწავლე მოკლეს, 42 ადამიანი კი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გატაცებულებს შორის 27 მოსწავლე, ასევე სკოლის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები არიან.

თავდამსხმელები ქალაქ კაგარაში მდებარე სახელმწიფო სამეცნიერო სკოლას გვიან ღამით დაესხნენ თავს.

შეგახსენებთ, ორი თვის წინ ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კატსინის შტატში სკოლას თავს დაესხნენ და 350 მოსწავლე გაიტაცეს. მოგვიანებით უსაფრთხოების ძალებმა ბავშვები გაათავისუფლეს.