ნიგერიაში გაათავისუფლეს 75 მოსწავლე, რომლებიც სექტემბრის დასაწყისში ერთ-ერთი სკოლიდან შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს

00:07, 14.09.2021
FILE PHOTO: Security forces patrol as people wait for the arrival of the rescued  schoolgirls in Jangebe, Zamfara, Nigeria March 3, 2021. REUTERS/Afolabi Sotunde/File Photo

FILE PHOTO: Security forces patrol as people wait for the arrival of the rescued schoolgirls in Jangebe, Zamfara, Nigeria March 3, 2021. REUTERS/Afolabi Sotunde/File Photo

ნიგერიაში გაათავისუფლეს 75 მოსწავლე, რომლებიც სექტემბრის დასაწყისში ერთ-ერთი სკოლიდან შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეიარაღებულმა პირებმა მოსწავლეები ზამფარას შტატის ერთ-ერთი სოფლის სკოლიდან 1 სექტემბერს მოიტაცეს. ეს სკოლებზე თავდასხმებისა და ბავშვების გატაცების ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო ნიგერიაში. გასული წლის დეკემბრის შემდეგ შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა სკოლებიდან 1100-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს. ხელისუფლების განცხადებით, ბავშვების გატაცება შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ გამოსასყიდის მიღების მიზნით ხდება.

როგორც ზამფარას შტატის გუბერნატორის ოფისში განაცხადეს, გათავისუფლებული 75 ბავშვისთვის გამოსასყიდი არ გადაუხდიათ. ისინი სამხედროებმა გათავისუფლეს და გუბერნატორის ოფისში მიიყვანეს.

შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში ხელისუფლებამ ზამფარას შტატში 3 სექტემბერს სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის გათიშვის განკარგულება გასცა.

მსგავსი