NBA-ის კლუბის “ბრუკლინ ნეტსის” ფორვარდი კენეტ ფარიდი ქალაქ ბრიჯჰემპტონის პოლიციამ მარიხუანას შენახვისთვის დააკავა, – ინფორმაციას 27east.com ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, კალათბურთელი მანქანაში გაჩხრიკეს, რომელიც მის მეგობარს ეკუთვნოდა.
ფარიდს ორი უნცია აკრძალული ნივთიერება აღმოუჩინეს. კალათბურთელი დააპატიმრეს და პოლიციის ოფისში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ის 500 დოლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.