NBA-ის ყოფილი ვარსკვლავი მარიხუანას შენახვისთვის დააკავეს
NBA-ის ყოფილი ვარსკვლავი მარიხუანას შენახვისთვის დააკავეს

NBA-ის კლუბის “ბრუკლინ ნეტსის” ფორვარდი კენეტ ფარიდი ქალაქ ბრიჯჰემპტონის პოლიციამ მარიხუანას შენახვისთვის დააკავა, – ინფორმაციას 27east.com ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, კალათბურთელი მანქანაში გაჩხრიკეს, რომელიც მის მეგობარს ეკუთვნოდა.

ფარიდს ​ორი უნცია აკრძალული ნივთიერება აღმოუჩინეს. კალათბურთელი დააპატიმრეს და პოლიციის ოფისში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ის 500 დოლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.