ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის 1 მარტის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.
ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 65,71 (- 0,07) აშშ დოლარი შეადგინა; ნიუ-იორკში კი, York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა – 60,99 (- 0,65) აშშ დოლარი ბარელზე.