„როიტერი“ - ნავთობის ფასმა 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია
„როიტერი“ - ნავთობის ფასმა 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია

ნავთობის ფასი გაიზარდა. „ბრენტის“ მარკის ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა 139$ დოლარი, ხოლო დასავლეთ ტეხასის – 130.5$ შეადგინა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ინფლაციის შემდგომი გაღრმავების საშიშროებას ქმნის, რაც ზიანს მიაყენებს გლობალურ ეკონომიკას.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, 2008 წლის ივლისში „ბრენტის“ ფასმა რეკორდულ 147.50$ , ხოლო დასავლეთ ტეხასურმა 147.20$ -მიაღწია.

„აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, აშშ და ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის საკითხს განიხილავენ. მსოფლიო ბაზარზე, ირანული ნავთობის დაბრუნებასთან დაკავშირებით შეფერხება კი დეფიციტის საშიშროებას ქმნის“, – წერს მედია.