„ბრენტის“ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 16 დოლარამდე დაეცა
„ბრენტის“ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 16 დოლარამდე დაეცა

2001 წლის შემდეგ პირველად, „ბრენტის“ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 16 დოლარამდე დაეცა. ლონდონში „აისიის“ (ICE) ვაჭრობაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფიუჩერსის ღირებულება ივნისის თვისთვის 13.55 პროცენტით შემცირდა და ბარელის ღირებულებამ 16.71 დოლარი შეადგინა.

„ბრენტის“ მარკის ნავთობზე მსგავსი დაბალი ფასი ბოლოს 2001 წლის ნოემბერში იყო.

ნეგატიური ღირებულების შემდეგ, მოიმატა ამერიკული დასავლეთ ტეხასური ნავთობის ფასმა და ბარელი ნავთობი 10.72 დოლარი ღირს.

ნავთობის ფასზე გავლენას კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები ახდენს.

დატოვე კომენტარი