„ბრენტის“ ტიპის ბარელი ნავთობის ფასმა 88 დოლარს მიაღწია
„ბრენტის“ ტიპის ბარელი ნავთობის ფასმა 88 დოლარს მიაღწია

„ბრენტის“ ტიპის ბარელი ნავთობის ფასმა 2014 წლის შემდეგ პირველად 88 დოლარს მიაღწია. „ბრენტის“ ნავთობის ფიუჩერსული ვაჭრობის ფასი ლონდონის ბირჟაზე 1.76 პროცენტით გაიზარდა და 2022 წლის მარტის მიწოდებისთვის ბარელი ნავთობის ფასმა 88 დოლარი შეადგინა.

„ბრენტის“ ბარელი ნავთობი 88 დოლარი ბოლოს 2014 წლის ოქტომბერში ღირდა. „როიტერი“ წერს, რომ ნავთობის გაძვირება დაკავშირებულია მიწოდების შესაძლო შეფერხების საფრთხესთან, რადგან იემენის შიიტმა ჰუსიტებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ნავთობისგადამტან ავტომობილებეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ი

ემენური დაჯგუფება იმუქრება, რომ სამიზნე შესაძლოა, სხვა ობიექტებიც გახდეს.