ნავთობის ფასი შემცირდა
ნავთობის ფასი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის 1 მარტის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.

ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა  ბარელზე 65,71 (- 0,07) აშშ დოლარი შეადგინა; ნიუ-იორკში კი, York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა –  60,99 (- 0,65) აშშ დოლარი ბარელზე.