ამერიკული WTI მარკის ბარელი ნავთობის ფასი მაისის კონტრაქტებისთვის -37.63 დოლარამდე დაეცა
ამერიკული WTI მარკის ბარელი ნავთობის ფასი მაისის კონტრაქტებისთვის -37.63 დოლარამდე დაეცა

ამერიკული WTI მარკის ბარელი ნავთობის ფასი მაისის კონტრაქტებისთვის -37.63 დოლარამდე აეცა. ნავთობის ფასის ვარდნა კოვიდ-19-ს პანდემიას და საკარანტინო ზომებს უკავშირდება, რომლის შედეგადაც, ნავთობზე მოთხოვნა შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს რეზერვუარების გადავსების საშიშროება, რის გამოც, ნავთობმწარმოებლებს ახლა ტანკერების ქირაობა და მყიდველებისთვის თანხის იქით გადახდა უწევთ, რომ მათი ნავთობი გაიტანონ.

აღსანიშნავია, რომ ნავთობზე ვაჭრობა გულისხმობს, მომავალი თვეების განმავლობაში ბარელი ნავთობის ფასის ღირებულების დადგენას. მაისის კონტრაქტებისთვის ნავთობით ვაჭრობის ბოლო ვადა 21 აპრილია.

რაც შეეხება ივნისს, WTI-ის მარკის ბარელი ნავთობისთვის ვაჭრობა ამ დროისთვის 20 აშშ დოლარზე მაღალია. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი შესაძლოა, მოთხოვნიდან გამომდინარე მაისის მონაცემებივით დაეცეს.

მიმდინარე თვის დასაწყისში ოპეკის წევრები და მისი მოკავშირეები, მსოფლიოში ნავთობის მოპოვების 10%-ით შემცირებაზე შეთანხმდნენ. როგორც „ბიბისი“ წერს, ეს ყველაზე მასშტაბური შეთანხმება გახდა, რაც კი ოდესმე შემდგარა.