ნათია მიქელაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი სამინისტროების რეორგანიზაციაზე საკანონმდებლო ცვლილებებს დროულად მოაწერს ხელს
მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამინისტროების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დროულად მოაწერს ხელს.
როგორც ჟურნალისტებს მიქელაძემ განუცხადა, პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს და შესაძლოა, პროექტი მესამე მოსმენით დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცონ.
„ცვლილებები მიმდინარე კვირას პრეზიდენტს გადაეგზავნება. ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ხელმოწერა კომიტეტმა მალე განხორციელდება”, – აღნიშნა მიქელაძემ. მიქელაძის ცნობით, მეორე მოსმენის ფორმატში, სამინისტროების სახელწოდებები დაკონკრეტდა.
„განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერება დაემატა, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებიდან, დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იქნება“, – განაცხადა მიქელაძემ. პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.