ნანგრევებიდან ცოტა ხნის ამოყვანილი მამაკაცი „მედცენტრში“ გადაიყვანეს, ექიმები მის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ
ბათუმში, ნანგრევებიდან ცოტა ხნის ამოყვანილი მამაკაცი სამედიცინო დახმარების ჯგუფმა „მედცენტში“ გადაიყვანა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„შემოსვლის დროს მდგომარეობა მძიმე იყო, გამოხატული იყო ტრავმული შოკის სურათი, ზოგადი დაჟეჟილობა, მკერდის დახურული ტრავმა და მარცხენა კოჭის არეში ღია მოტეხილობა. მიმდინარეობს კვლევები“, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას „მედცენტრის“ დირექტორმა, მედეა ქაჯაიამ.
ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.
მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან შუა ხნის ქალი ამოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს და გადაიყვანეს კლინიკაში.
ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.