„მზიურის“ რეაბილიტაცია ექვს კომპანიას სურს.
ტენდერში განაცხადების მიღება ცოტა ხნის წინ დასრულდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტის მონაცემებით, ტენდერში ქართული და უცხოური კომპანიები მონაწილეობენ, მათ შორის ამხანაგობა „მზიური“ (შეთავაზებული ფასი 7,799 მილიონი ლარი), შპს „მწვანე სახლი“ (8,290 მილიონი ლარი), შპს „ჯავა“ (8,423 მილიონი ლარი), AG-Complex Sp. (8,553 მილიონი ლარი), კომფორტმშენ XXI (9 მილიონი ლარი) და Cobra Instalaciones y Servisios (10,498 მილიონი ლარი).
სატენდერო პირობების მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ცხრა მილიონ ლარს შეადგენდა.
ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, დონორი კი ევროპის საინვესტიციო ბანკია.
„მზიური“ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.