„მზიურში“ ევროპის სპორტის კვირეული გაიხსნა #1TVSPORT
„მზიურში“ ევროპის სპორტის კვირეული გაიხსნა #1TVSPORT

„მზიურის“ პარკში „ევროპის სპორტის კვირეული“ გაიხსნა, რომელიც ევროკომისიის ინიცირებული პროექტია.

„მზიურის“ პარკში მოეწყო სპორტული სოფელი, სადაც წარმოდგენილი იყო სახალისო და გასართობი სპორტული აქტივობები როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. პროექტი ზედიზედ მეხუთედ ჩატარდა.

ევროპის სპორტის კვირეულზე წარმოდგენილი იყო მხიარული სტარტები, ფრისბი, სახალისო ხელბურთი, ამერიკული ფეხბურთი, ბეისბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, სკეიტბორდი, ბავშვთა ძიუდო, უშუ, ფარიკაობა, ბადმინტონი, სამაგიდო თამაშები (ჭადრაკი, შაში, გო, ნარდი), ნორდიული სიარული, ბავშვთა კუთხე.

სპორტული კვირეულის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტის სხვადასხვა სპორტულ ფედერაციასთან ერთად“. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკომისია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.