ქეთი მაჭავარიანის ფილმი „მზიური“ HotDocs Festival-ის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაშია

ქეთი მაჭავარიანის ფილმი „მზიური“ HotDocs Festival-ის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაშია. ფილმის გადაღება 2018 წელს, Cine Doc Tbilisi-ს ფარგლებში ინდუსტრიული პლატფორმის „სივილ პიჩის“ მთავარი პრიზის მიღების შემდეგ, დაიწყო.

როგორც რეჟისორმა ქეთი მაჭავარიანმა 1TV.GE-ის განუცხადა, ფილმის დასრულება IDFA Bertha Fund-ის დაფინანსების მოპოვების შემდეგ შეძლო.

„ფილმის იდეის ავტორი და ერთ-ერთი პროდიუსერი ცისანა ხუნდაძეა, რომელიც არასამთვრობო ორგანიზაცია CRRC-ში სოციოლოგად მუშაობს. ფილმის მთავარი პერსონაჟი კი მზიური გოგიჩაიშვილია, რომელიც ქალაქში მოგზაურობით ხატავს ქვეყნის პორტრეტს, თავისი ინტერესებითა და პრობლემებით“, – განაცხადა ქეთი მაჭავარიანმა.

ფილმ „მზიურის” შესახებ HotDocs Festival-ის პლატფორმაზეც წერენ.

„ქვეყნის დიდი იმედებისა და შიშების შესაცნობად, კარდაკარ უნდა იაროთ და ეძებოთ პასუხები. თემა შეუზღუდავია. უნდა იყოს თუ არა დაცული უმცირესობების უფლებები, რას ფიქრობთ აბორტთან დაკავშირებით, ოდესმე შეგრცხვენია იმის გამო, რომ ქართველი ხარ, რა ასაკში გაიგე, რომ სანტა-კლაუსი არ არსებობს. ბევრი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას, რომელიც „მზიანი საქართველოს“ სახელით არის ცნობილი და ისინი მიდიან იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა უფრო ადვილია“.

HotDocs Festival-ის ვებგვერდზე ფილმის აღწერაში წერია, საკუთარი პირადი ბრძოლებისა და მთავრობის წინაშე, რომელიც, როგორც ჩანს, ნაკლებად ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, „მზიური“ მომართულია პასუხების მისაღებად, მაშინაც კი, როდესაც ხალხი მას კარს ცხვირწინ უხურავს.