თბილისში, „მზიურის“ შესასვლელთან, სადაც დღეს პრემიერ-მინისტრისა და ქალაქის მერის მონაწილეობით, რეაბილიტირებული პარკის გახსნის ღონისძიება გაიმართება, მოძრაობა „გაბედეს“ რამდენიმე წევრი არის შეკრებილი.
როგორც მოძრაობის წევრები აღნიშნავენ, მათ პარკში შესვლა სურთ, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.
მოძრაობის წევრების თქმით, მათ მოტანილი აქვთ აირწინაღები იმის ნიშნად, რომ საქართველოსა და თბილისში რთული ეკოლოგიური ვითარებაა და შეუძლებელია სუნთქვა.
„გაბედეს“ წევრები აცხადებენ, რომ საზეიმო ღონისძიების ჩაშლის გეგმა არ აქვთ, არამედ დედაქალაქის მერთან გასაუბრება სურთ.
მათივე თქმით, ტერიტორიას ღონისძიების დასრულებამდე არ დატოვებენ.