მწერის ერთმა ნაკბენმაც კი, შესაძლოა, იმუნურ სისტემას დიდი ზიანი მიაყენოს
მწერის ერთმა ნაკბენმაც კი, შესაძლოა, იმუნურ სისტემას დიდი ზიანი მიაყენოს

ქავილის, ტკივილისა და გაღიზიანების გარდა, შესაძლოა, მწერის ნაკბენი კიდევ სხვა მრავალ გართულებას იწვევდეს. როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, მწერების ნერწყვს მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს ჩვენს იმუნურ სისტემაზე.

ცდები ლაბორატორიაში გამოყვანილ თაგვებს ჩაუტარდათ, რომლებსაც ადამიანის სისხლის უჯრედები ჰქონდათ. მკვლევრებმა შეისწავლეს მათი იმუნური სისტემის პასუხი მწერის ნერწყვზე. შედეგად, შესაძლოა, გაირკვეს, როგორ ვრცელდება ზოგიერთი გადამდები დაავადება სხეულში ადვილად.

ის ფაქტი, რომ ჩვენი იმუნური სისტემა მწერების კბენას შესაბამის პასუხს სცემს, სულაც არ არის ახალი ამბავი. ამისათვის საჭიროა გამოსცადოთ ქავილი და წითელი შეშუპება კბენის ადგილზე. დიახ, თქვენ ხედავთ, როგორ მუშაობენ იმუნური სისტემის ჰისტამინები.

თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში პასუხგაუცემელი რჩებოდა კითხვა, შეიძლებოდა თუ არა, რომ ასეთი გავლენას ჩვენი დამცავი უჯრედები ჩვენ წინააღმდეგ შემოებრუნებინა და სხეულში უფრო ღრმად გავრცელებულიყო.

ამ მოსაზრების შესამოწმებლად, ბაილორის სამედიცინო კოლეჯის მკვლევრები აკვირდებოდნენ იმუნური პასუხების ცვლილებებს ტრანსგენურ თაგვებში მას შემდეგ, რაც მათ ფეხზე რამდენიმე მწერმა უკბინათ.

არაერთგვაროვანი შედეგები აჩვენა თაგვებისთვის ჩატარებულმა წინა კვლევებმა, მაგრამ გენეტიკურად შეცვლილ ამ თაგვებს ადამიანის იმუნური სისტემის მხოლოდ რამდენიმე ტიპის უჯრედები ჰქონდათ და არა ჩვენს სისხლში არსებული მთლიანი ეკოსისტემა.

ასეთ კვლევათა უმეტესობამ აჩვენა, რომ იმუნურ პასუხთა ძირითადი ტიპი მიმართული იყო შეჭრილი ბაქტერიისა და ვირუსის განადგურებისკენ. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ იმავეს უნდა აკეთებდეს ჩვენი ორგანიზმი მწერების ნერწყვის შეთხვევაშიც.

ახალი ექსპერიმენტის ფარგლებში, მკვლევრებმა თაგვებში სისხლის ჩვეულებრივი ღეროვანი უჯრედები სხვადასხვაგვარად ჩაანაცვლეს, რის შედეგადაც იქ გაჩნდა ადამიანის სისხლის თეთრ უჯრედთა სრული წყება, მათ შორის T ლიმფოციტების ყველა ტიპი, რომლებიც დაავადებებს ებრძვიან.

კბენიდან მხოლოდ ექვსი საათის შემდეგ, თაგვების ორგანიზმში წარმოიქმნა უფრო მეტი ციტოტოქსიკური T ლიმფოციტები, რომლებიც თავს დაესხნენ ინფიცირებულ უჯრედებს. ასევე გაჩნდა ცოტა მარეგულირებელი T ლიმფოციტები, რომელთა მთავარი ფუნქცია იმუნური სისტემის მოდულაციაა.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ ვირუსებისადმი შეინიშნებოდა იგივე პასუხი, რაც წინა კვლევებში.

ერთი დღის შემდეგ, სისხლში კვლავ მოიმატა მარეგულირებელმა T ლიმფოციტებმა, სხვა T ლიმფოციტების ოდენობა კი შემცირდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ანთების საწინააღმდეგო პასუხი თავდაპირველი ტალღასთან შედარებით შემცირდა.

მაგრამ მწერების კბენიდან შვიდი დღის შემდეგ, ყველაფერი უფრო საინტერესოდ წარიმართა. ჯგუფმა შენიშნა, რომ T ლიმფოციტების ტიპი, რომელსაც „ორმაგ პოზიტივს“ უწოდებენ, კვლავ გაზრდილი დოზოთ გამოჩნდა სისხლში, კანში და ძვლის ტვინში.

კვლავ შემცირდა მარეგულირებელი T ლიმფოციტები, ისევე როგორც სხვა თეთრი უჯრედები, პროცესში ჩაერთო შემაყოვნებელი და გამააქტიურებელი იმუნური პასუხები.

ციტოკინეზის სახელით ცნობილი სიგნალების ქიმიურმა ანალიზებმა ასევე დაადასტურა პრო და ანტი ანთებითი აქტივობა მთელი კვირის განმავლობაში.

მწერების ნერწყვი ასობით სხვადასხვა ცილისგან შედგება. შესაბამისად, იმუნური სისტემა მათ სხვადასხვაგვარად ეპასუხება.

მკვლევართა თქმით, არბოვირუსული ინფექციების შემთხვევაში, მათ მიერ თაგვებში შემჩნეული მიგრაცია ძალიან გვიანი იქნებოდა, რათა გავლენა მოეხდინა ვირუსების თავდაპირველ გამრავლება-გავრცელებაზე.

მათივე განცხადებით, ეს ყველაფერი ინფიცირებულ უჯრედებს კანზე დაბრუნების საშუალებას აძლევს, სადაც შესაძლებელია მათი გადაცემა სხვა მწერებისთვის.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ მწერის ნერწყვი შესაძლოა, ზოგიერთ პათოგენს ახალი მასპინძლის ინფიცირებაში ეხმარებოდეს და გადასცემდნენ მთელ პოპულაციას. თუმცა, თაგვის შემთხვევაში მტკიცებულებები არც ისე ბევრია.

ადამიანის იმუნური სისტემის უჯრედების ქცევაზე დაკვირვება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი თაგვის სხეულშია, წინ გადადგმული ნაბიჯია იმის გასარკვევად, როგორ იღებენ უპირატესობას ინფექციური აგენტები.

მწერების ნაკბენთან დაკავშირებულ დაავადებათა შედეგად, ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 750 000 ადამიანი კვდება. კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ეს პრობლემა სულ უფრო მწვავდება.

ინფექციის ჯაჭვში სუსტი წერტილების გამოვლენა შესაძლოა, ის წერტილი გახდეს, საიდანაც შესაძლებელი იქნება ამ დაავადებათა პრევენცია და მკურნალობა.

კვლევა ჟურნალ PLOS Neglected Tropical Diseases-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით