მურთაზ კიკორია იმედოვნებს, რომ მომავალი წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სრული რეგულირება მოხდება
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე- პრეზიდენტის, მურთაზ კიკორიას განცხადებით, წლის დასაწყისიდან, როდესაც ახალი რეგულაციები ამოქმედდა, ონლაინ კრედიტების შემთხვევაში ვითარება შედარებით გამოსწორდა. თუმცა კიკორიას თქმით, საფინანსო სექტორი საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის.
“ჩვენ შემოვიღეთ წლის დასაწყისში გარკვეული რეგულაციები, რამაც გავლენა ნამდვილად იქონია ამ სექტორზე. თუმცა ახლა გვაქვს ინიციატივა პარლამენტში წარდგენილი, რომლის თანახმადაც, მოვახდენთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სრულ რეგულირებას, დაწყებული რეგისტრააციიდან, დამთავრებული ლიკვიდაციამდე. ანუ ეს ორგანიზაციები მოექცევიან ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ სწორედ ისე, როგორც ეს კომერციული ბანკების შემთხვევაში ხდება. დიდი იმედი მაქვს, რომ კანონმდებლები ინიცირებულ კანონპროექტს წლის ბოლომდე დაამტკიცებენ”, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ.