ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია კარიერას „ლიბერთი ბანკში“ აგრძელებს
ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია კარიერას „ლიბერთი ბანკში“ აგრძელებს

ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კარიერას „ლიბერთი ბანკში“ აგრძელებს.

მურთაზ კიკორია „ლიბერთის“ სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელ წევრად მიიწვიეს. ის ოთხი წლის ვადით არის არჩეული საბჭოს წევრად. მის გარდა, საბჭოში არიან დავით შონია, მამუკა წერეთელი და ირაკლი რუხაძე.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, მურთაზ კიკორიამ ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობა 2018 წლის 30 ნოემბერს საკუთარი სურვილით დატოვა. ის ცენტრალური ბანკის საბჭოში 2016 წლის დეკემბერში აირჩიეს.

კიკორია 2015-2016 წლებში „საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი იყო.