მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის, გრიგოლ გეგელიას მხარდამჭერებმა კინოთეატრ „რუსთაველთან“ კინოჩვენება გამართეს
მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის, გრიგოლ გეგელიას მხარდამჭერებმა კინოთეატრ „რუსთაველთან“ კინოჩვენება გამართეს

კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის, გრიგოლ გეგელიას მხარდამჭერებმა საჯარო კინოჩვენება გამართეს.

აქციაზე თბილისში, კერძოდ, კინო „რუსთაველის“ადგილზე მუნიციპალური კინოთეატრის დაარსება მოითხოვეს.

კინოჩვენების ორგანიზატორების განცხადებით, „რუსთაველის“ კინოთეატრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელსაც არქიტექტურული სტილი და ფუნქციური დანიშნულება უნდა შეუნარჩუნდეს. მათივე მოთხოვნით, სახელმწიფომ კინო „რუსთაველი“ კერძო მესაკუთრისგან უნდა შეისყიდოს.

შეკრების მონაწილეებმა კულტურული სივრცეების გასხვისებაც გააპროტესტეს.

უკვე რამდენიმე თვეა კინო „რუსთაველი“ სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილია. კინოთეატრ „რუსთაველის“ განცხადებით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობაში აუცილებლად იქნება კინო და ინფრასტრუქტურა კინოს კონცეფციით განვითარდება. მათივე თქმით, პროექტის ბოლო ეტაპზე საჯარო განხილვა მოეწყობა.