მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე პუიჩდემონის დამტკიცება ლეგიტიმური მაშინ იქნება, თუ პარლამენტში პირადად გამოცხადდება
ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, კარლეს პუიჩდემონის დამტკიცება კატალონიის რეგიონალური მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება ლეგიტიმურად, თუ ის რეგიონალურ პარლამენტში პირადად გამოცხადდება.
სასამართლო დადგენილებით, ვიდეოჩართვის საშუალებით თანამდებობაზე დამტკიცების პროცედურები უკანონო იქნება.
ოფიციალური მადრიდი ჟენერალიტეტის მეთაურად კარლეს პუიჩდემონის კანდიდატურის წარდგენის საკითხის გასაჩივრებას გეგმავს. ის ამ თანამდებობაზე კოალიციამ “ერთად კატალონიისთვის” წარადგინა.
მოგვიანებით კი, კატალონიის პარლამენტის სპიკერმა როჟე ტორენმა დაამტკიცა და ბელგიაში პირადად შეხვდა კიდეც.