კატალონიის რეგიონალური მთავრობის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი სასამართლოში გამოცხადდა
კატალონიის რეგიონალური მთავრობის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი სასამართლოში გამოცხადდა

კატალონიის რეგიონალური მთავრობის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი ბელგიაში, სასამართლოში გამოცხადდა. პროცესზე პუიჩდემონის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით პირველი მოსმენა მიმდინარეობს. პუიჩდემონთან ერთად სასასმართლოში გამოცხადდა, მისი მთავრობის ოთხი ყოფილი წევრი. გავრცელებული ინფორმაციით მოსმენა რამდენიმე საათს გაგრძელდება.

სასამრთლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბელგიის პროკურატურამ ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ქვეყნის ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია . ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიუსელს 15 გვერდიანი წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ კარლეს პუიჩდემონს არჩევანის საშუალება ექნება პატიმრობა ან იზოლირებულ საკანში გაატაროს, ან მის თანაგუნდელებთან ერთად.

ოფიციალური მადრიდის განმარტებით, კატალონიის რეგიონალური მთავრობის ყოფილ ლიდერს საშუალება ექნება რეგულარული კონტაქტი ჰქონდეს ადვოკატთან. გარდა ამისა, მას დაცვასაც დაუნიშნავენ. თავად პუიჩდემონი აცხადებს, რომ დანებებას არ აპირებს.

ესპანეთის სასამართლომ კარლეს პუიჩდემონის და მისი თანამოაზრების დაკავების ორდერი 3 ნოემბერს მას შემდეგ გასცა, რაც ისინი მადრიდში ეროვნული სასამართლო კოლეგიის წინაშე არ წარსდგნენ. პროკურატურა პუიჩდემონს პლოიტიკური ბუნტის, არეულობის მოწყობის და თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს.

პირველ ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ ე.წ რეფერნდუმი ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2,28 მილიონმა ადამიანმა მიიღო. საარჩევნო ყუთებთან მისული მოსახლოების უმრავლესობამ მხარი რეგიონის დამოუკიდებლას დაუჭირა. ოფიციალურმა მადრიდმა რეფერანდუმი არაკონსტიტუციურად ცნო. 27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოცხადა. ესპანეთის მთავრობამ კი, კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა და ავტონომიური რეგიონი ცენტრალურ ხელისუფლებას დაუქვემდებარა. რის შემდეგაც კატალონიის ყოფილი ლიდერი ბელგიაში გაიქცა.