მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციაა მობილიზებული.
ადგილზე ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლები უნდა მივიდნენ, რომლებიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს უნდა შეხვდნენ.
კანცელარიასთან უკვე მივიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
„მე მოვედი იმიტომ, რომ მოვისმინე საჯარო შემოთავაზება პრემიერ-მინისტრისგან და შესაბამისად, მზად ვარ, ამ შეხვედრის ნებისმიერ ფორმატში მივიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს.
როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთადაც.