მოძრაობა „საქართველოსთვის“ ორგანიზებით, მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
მოძრაობა „საქართველოსთვის“ ორგანიზებით, მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

მოძრაობა „საქართველოსთვის“ ორგანიზებით, მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ.

„ვაპროტესტებთ გავრცელებულ ჩანაწერებს, სადაც მთელი სახელმწიფო აპარატი, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, გადასულია ბერა ივანიშვილის გამკრიტიკებელი ახალგაზრდების დასჯაზე. ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის სადამსჯელო რაზმი, რომელიც მუშაობს, რუსული მეთოდებით. გვყავს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ხელისუფლების სახით უძღვება ჩვენს სახელმწიფოს. ეს ადამიანები უნდა ჩამოშორდნენ ხელისუფლებას, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი ამ სისტემაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ სიმბოლურად მნიშვნელოვანია, რომ ღარიბაშვილმა დატოვოს ეს თანამდებობა“, – განაცხადა მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრმა, ალექსანდრე კუპრავამ.

აქციის მონაწილეებმა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით, მთავრობის კანცელარიაში წერილები დატოვეს.