მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციაა მობილიზებული [ფოტო]
მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციაა მობილიზებული.
ადგილზე ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლები უნდა მივიდნენ, რომლებიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს უნდა შეხვდნენ.
კანცელარიასთან უკვე მივიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
„მე მოვედი იმიტომ, რომ მოვისმინე საჯარო შემოთავაზება პრემიერ-მინისტრისგან და შესაბამისად, მზად ვარ, ამ შეხვედრის ნებისმიერ ფორმატში მივიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
