მთავრობამ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა
მთავრობამ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი გამოქვეყნდა.

მთავრობის დადგენილება 2018 წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდება.

„ტექნიკური რეგლამენტი – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტები“ განსაზღვრავს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მასში აღნიშნულია, რომ ტექნიკური რეგლამენტის მიზანი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა და ჰაერის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა. ტექნიკური რეგლამენტის ამოცანები ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის ზღვრული მნიშვნელობების დადგენაა, რომელთა დაცვაც უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებას ან შემცირებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი გარემოსდაცვითი კონცეფციის – „მწვანე ეკონომიკის“ წარდგენისას განაცხადა, რომ პირველი აგვისტოდან ქვეყანაში ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტის დანერგვა დაიწყება.