სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 ოქტომბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

„15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.