მსოფლიოს 2019 წლის საუკეთესო მასწავლებელი კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა, ლადო აფხაზავა საუკეთესო ათეულში იყო
„გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული კენიელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა.
გამარჯვებული მასწავლებელი გლობალური დაჯილდოების ცერემონიაზე დუბაიში გამოავლინეს. გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
ათ ფინალისტს შორის იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა.
მასწავლებლის გლობალური დაჯილდოების ცერემონია მსახიობ ჰიუ ჯეკმანს მიჰყავდა.
დუბაიში ღონისძიებას საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი აშუქებდა.