დედაენის დღის აღსანიშნავად, სტუდენტებმა მსვლელობა გამართეს [ფოტო]
დედაენის დღის აღსანიშნავად, სტუდენტებმა მსვლელობა გამართეს [ფოტო]

დედაენის დღის აღსანიშნავად, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოეწყო.

მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა და „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტმა ლადო აფხაზავამ.

მსვლელობის შემდეგ მწერალთა სახლში ერთდღიანი ფესტივალი „GAUზიარე 33 ემოცია“ გაიხსნა. ფესტივალი მუსიკალურ, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს დღის ბოლომდე მოიცავს.

საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში გამართულმა გრანდიოზულმა საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა და ხელი შეუშალა საბჭოთა ხელმძღვანელობას, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ მუხლი გამქრალიყო.

თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.