ლადო აფხაზავას სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში ვარსკვლავი გაუხსნეს [ფოტო]
ლადო აფხაზავას სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში ვარსკვლავი გაუხსნეს [ფოტო]

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგსა და „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტ ლადო აფხაზავას სკოლაში ვარსკვლავი გაუხსნეს.

ჩიბათის საჯარო სკოლაში ადგილობრივებმა, ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლებმა ლადო აფხაზავას წარმატებები უსურვეს.

„ჩემთვის მთავარი ჯილდო ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვების სიყვარულია“, – განაცხადა ლადო აფხაზავამ.

ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაში იყო, 21 მარტს ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა.

„გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული მათემატიკისა და ფიზიკის კენიელი მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა. გამარჯვებული მასწავლებელი გლობალური დაჯილდოების ცერემონიაზე დუბაიში გამოავლინეს. გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.  

დატოვე კომენტარი