მარიამ ჯაში - ლადო აფხაზავას აქტიურად ჩავრთავთ განათლების სისტემის რეფორმებსა და პროგრამებში
მარიამ ჯაში - ლადო აფხაზავას აქტიურად ჩავრთავთ განათლების სისტემის რეფორმებსა და პროგრამებში

ლადო აფხაზავა ჩვენთვის უკვე გამარჯვებულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა.

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, ლადო აფხაზავა საერთაშორისო დონეზე იქნება ჩართული პედაგოგიური მოღვაწეობის პოპულარიზაციასა და საქართველოს გამოცდილების გაზიარებაში.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ლადოს დაბრუნებას. მას აუცილებლად აქტიურად ჩავრთავთ ჩვენი განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმებსა და პროგრამებში“, – ამბობს მარიამ ჯაში.

„გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული კენიელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა. გამარჯვებული მასწავლებელი გლობალური დაჯილდოების ცერემონიაზე დუბაიში გამოავლინეს. გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ათ ფინალისტს შორის იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა.