16 წლის გოგო, რომელიც მტკვრის დინებამ გაიტაცა, მაშველებმა გადაარჩინეს
16 წლის გოგო, რომელიც მარჯვენა სანაპიროზე დინებამ გაიტაცა, მაშველებმა მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.
„მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ უწყებაში.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, „გალფის“ ავტოგასამართ სადგურთან მოზარდი მტკვრის დინებამ ცოტა ხნის წინ გაიტაცა.