16 წლის გოგო, რომელიც მტკვრის დინებამ გაიტაცა, მაშველებმა გადაარჩინეს

14:58, 17.05.2018

16 წლის გოგო, რომელიც მარჯვენა სანაპიროზე დინებამ გაიტაცა, მაშველებმა მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

„მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ უწყებაში.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, „გალფის“ ავტოგასამართ სადგურთან მოზარდი მტკვრის დინებამ ცოტა ხნის წინ გაიტაცა.

მსგავსი