მორიგი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები თურქეთის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა
მორიგი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები თურქეთის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა

მორიგი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები თურქეთის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა. ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,6 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ქალაქ გოლბაშისთან იყო. აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,5 მაგნიტუდა იყო.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი 7,7 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ  240-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 920-ს გადააჭარბა, დაშავებულია 15 800-ზე მეტი ადამიანი. დაინგრა 6 200-ზე მეტი შენობა.

მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში. ბოლო მონაცემებით, სირიაში სტიქიას 1290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.