თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 44 374-მდე გაიზარდა
თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 44 374-მდე გაიზარდა

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლთა რიცხვი 44 374-მდე გაიზარდა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში 10 000-მდე მომყოლი ბიძგი აღრიცხეს.

თურქული მედია წერს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები თითქმის 21 000 შენობაში უკვე დასრულდა და ამ დროისთვის სამუშაოები მთლიანად ორიენტირებულია ნაგრევების გატანაზე.

საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო პერსონალის 1000-ზე მეტი წევრი კვლავ ცდილობს ჰუმანიტარული დახმარების აქტივობების მხარდაჭერას. მომყოლი ბიძგების გამო კარვებზე მოთხოვნა ინტენსიურად იზრდება, ყოველდღიურად იგზავნება საშუალოდ 10 000-ზე მეტი კარავი და სტიქიის ზონაში 287 კარვების ქალაქია.

სტიქიის შედეგად დაზარალებული მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი კარვებში, საკონტეინერო ქალაქებსა და საზოგადოებრივ საოჯახო სასტუმროებში ცხოვრობს, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი კი სტიქიის ზონის გარეთ არის ევაკუირებული.