თურქეთში მიწისძვრის შემდეგ პირველი საფეხბურთო მატჩების დროს კლუბების მხარდამჭერებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს
თურქეთში მიწისძვრის შემდეგ პირველი საფეხბურთო მატჩების დროს კლუბების მხარდამჭერებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ პირველი საფეხბურთო მატჩების დროს წამყვანი კლუბების მხარდამჭერებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

თურქეთის მთავრობის საწინააღმდეგო პოზიცია საფეხბურთო მატჩზე მისულმა „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა გამოხატეს. „მთავრობა, გადადექი“, – სკადირებდნენ გულშემატკივრები. „ბეშიქთაშსა“ და „ანთალიასპორის“ მატჩის დაწყებამდე კლუბმა პატივი მიაგო მიწისძვრისგან დაზარალებულებს და სტიქიის შედეგად დაშავებული ბავშვების სოლიდარობის ნიშნად, მხარდამჭერებმა მოედანზე ათასობით სათამაშო და შარფი დაყარეს.

სტამბოლის კიდევ ერთი დიდი კლუბის – „ფენერბაჰჩეს“ მხარდამჭერები მსგავს ლოზუნგებს „კონიასპორთან“ მატჩის დროს ყვიროდნენ.

„ოცწლიანი ტყუილი და თაღლითობა, გადადექი“, – სკადირებდნენ გულშემატკივრები.