სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 290-ს გადააჭარბა
სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 290-ს გადააჭარბა

სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 290-ს გადააჭარბა. შესაბამის ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ სირიის მთავრობასა და სამაშველო ჯგუფებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სტიქიას, სულ მცირე, 593 ადამიანი ემსხვერპლა მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მათ შორის ალეპოს, ჰამას, ლატაკიასა და ტარტუსის პროვინციებში, დაშავებულთა რიცხვი 1 411-ს აღემატება.

რაც შეეხება ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონებს, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ სამაშველო ჯგუფის ცნობით, მიწისძვრას, სულ მცირე, 700 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 2000-ზე მეტი.