თურქული მედია - მალათიას პროვინციაში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა 69 ადამიანი
თურქული მედია - მალათიას პროვინციაში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა 69 ადამიანი

თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი აღმოსავლეთით, მალათიას პროვინციაში დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 69 კი დაშავდა. მიწისძვრა შვიდი კილომეტრის სიღრმეში მოხდა. ის რამდენიმე მეზობელ პროვინციაში იგრძნობოდა, მათ შორის გაზიანთეფშიც.

6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, თურქეთში 44 374 ადამიანი დაიღუპა.