მორგან ფრიმანი მასზე მომზადებული სიუჟეტის გამო, CNN-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
მსოფლიო კინოს ვარსკვლავი მორგან ფრიმანი ტელეკომპანია CNN-სგან ბოდიშის მოხდა ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ nytimes ავრცელებს.
გასულ კვირას ტელეარხმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და სიუჟეტი მოამზადა მორგან ფრიმანზე, სადაც რვა ქალი მას არასასურველ სექსუალურ ქცევაში ადანაშაულებდა.
ფრიმანის ადვოკატი CNN-სგან ბოდიშის მოხდას და საიტიდან მასალის აღებას ითხოვს. ადვოკატის თქმით, სიუჟეტი მცდარ ფაქტებს შეიცავს.