დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ CNN-ის საპირწონედ, საერთაშორისო აუდიტორიისთვის ახალი სატელევიზიო ქსელი უნდა შეიქმნას
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ CNN-ის საპირწონედ, საერთაშორისო აუდიტორიისთვის ახალი სატელევიზიო ქსელი უნდა შეიქმნას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საერთაშორისო აუდიტორიისთვის სატელევიზიო ქსელის შექმნის ინიციატივიათ გამოდის, რომელიც CNN-ის საპირწონედ იმუშავებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ CNN-ი მსოფლიო მასშტაბით აშშ-ის შესახებ უსამართლო და ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. მისი იდეის მიხედვით, ახალი სატელევიზიო ქსელის მიზანი იქნება, აჩვენოს მსოფლიოს, რამდენად დიდებულია სინამდვილეში ამერიკის შეერთებული შტატები.

„მაშინ, როდესაც რეიტინგების გათვალისწინებით, CNN-ის საქმე არც თუ ისე კარგადაა აშშ-ში, აშშ-ის საზღვრებს გარეთ მათ ცოტა კონკურენტი ჰყავთ. მსოფლიოს მასშტაბით CNN-ს აქვს ძლიერი ხმა, რომელიც აშშ-ის შესახებ უსამართლო და ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. რაღაც უნდა გაკეთდეს, მათ შორის არის აშშ-ის მიერ საკუთარი მსოფლიო სატელევიზიო ქსელის შექმნის შესაძლებლობა, რათა დავანახოთ მსოფლიოს, როგორი დიდებულები ვართ სინამდვილეში“, – წერს ტრამპი.