CNN - დონალდ ტრამპი მისი შესაძლო იმპიჩმენტის გამო შეშფოთებულია
CNN - დონალდ ტრამპი მისი შესაძლო იმპიჩმენტის გამო შეშფოთებულია

აშშ-ის პრეზიდენტი მისი შესაძლო იმპიჩმენტის გამო შეშფოთებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი აშშ-ის პრეზიდენტთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანონიმური წყაროს ცნობით, დონალდ ტრამპი იმპიჩმენტს რეალურ შესაძლებლობად მიიჩნევს მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატა დემოკრატების კონტროლის ქვეშ გადავა.

როგორც ტელეკომპანია CNN-თან საუბარში თეთრ სახლში არსებული კიდევ ერთი წყარო აღნიშნავს, პრეზიდენტის თანაშემწეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრობლემას წარმოადგენს დონალდ ტრამპის კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული დარღვევები. კერძოდ, პრეზიდენტის ყოფილი ადვოკატის, მაიკლ კოენის მიერ თანხის სავარაუდო გადახდა ტრამპთან სავარაუდოდ ინტიმურ კავშირში მყოფი ქალებისთვის.

ნიუ-იორკის პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ 2016 წელს კოენი დონალდ ტრამპის დავალებით მოქმედებდა, როდესაც ქალებს დუმილის სანაცვლოდ, თანხას უხდიდა.

როგორც CNN-ი იუწყება, თავის მხრივ, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში დარწმუნებულები არიან, რომ აშშ-ის სპეციალური პროკურორის მიერ რუსეთთან კავშირების გამოძიება  იმპიჩმენტს არ გამოიწვევს. ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ კამპანიის დაფინანსების პრობლემა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხმა როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კანონმდებლების მხარდაჭერა მოიპოვოს.

დატოვე კომენტარი