CNN-ის ჟურნალისტ ჯიმ აკოსტას თეთრი სახლის აკრედიტაცია აღუდგინეს
CNN-ის ჟურნალისტ ჯიმ აკოსტას თეთრი სახლის აკრედიტაცია აღუდგინეს

CNN-ის ჟურნალისტ ჯიმ აკოსტას თეთრი სახლის აკრედიტაცია სრულად აღუდგა, ამიტომ ტელეკომპანია სასამართლო დავის გაგრძელებას საჭიროდ აღარ მიიჩნევს, – ინფორმაციას ამის შესახებ თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

შეგახსენებთ, 16 ნოემბერს ფედერალურმა სასამართლომ თეთრ სახლს ჯიმ აკოსტასთვის სასამართლო პროცესის საბოლოოდ დასრულებამდე აკრედიტაციის აღდგენა დაავალა. ტელეკომპანია CNN-ი სასამართლოში შეტანილ სარჩელში აცხადებდა, რომ თეთრ სახლში მისი კორესპონდენტისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევა აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას არღვევდა.
თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ჯიმ აკოსტას აკრედიტაცია 7 ნოემბერს პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპთან კამათის შემდეგ გაუუქმა.

 

დატოვე კომენტარი