მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია - ვაქცინაცია არ განიხილება, როგორც ჩიპიზაცია, ეს ბიოლოგიური და მედიცინის საკითხია
მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია - ვაქცინაცია არ განიხილება, როგორც ჩიპიზაცია, ეს ბიოლოგიური და მედიცინის საკითხია

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია აცხადებს, რომ სინოდის დღევანდელ სხდომაზე კორონავირუსის ვაქცინაციის საკითხი განიხილეს.

როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, მათი სურვილია, ადამიანებს მოუხსნან შეხუდულება, რომ ვაქცნაცია არის ჩიპიზაცია.

„ფაქტობრივად, აქ ჩვენ გვინდა, ადამიანებს მოვუხსნათ ის შეხედულება, რომ ვაქცინაცია არ განიხილება, როგორც ჩიპიზაცია. ეს სუფთა ბიოლოგიური და მედიცინის საკითხია. ჩვენ ვიტყვით ამაზე, როგორიც არის საღი აზრი, რათა არ დაბრკოლდნენ ადამიანები. ჩვენ კი არა, თავად გაერო-ს აქვს მიღებული ასეთი რამ, რომ ვინც გაიკეთებს და ვინც არ გაიკეთებს, მათ შორის რაიმე სხვაობა არ იყოს. ასევე ჩვენი მხრიდანაც არ იქნება განსხვავებები“, – განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა.