მინსკის ცენტრში არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გასულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
მინსკის ცენტრში მდებარე გამარჯვების მოედანზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გასულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე” ავრცელებს. ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულებისა და დაშავებულების შესახებ.
„დოიჩე ველეს” ცნობით, სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა ბრესტში, ვიტებსკში, მოგილევოში.
შეგახსენებთ, საარჩევნო უბნები ბელარუსში ცოტა ხნის წინ დაიხურა. ეგზიტპოლის მონაცემებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 79,7%-მა მისცა ხმა. მის მეტოქეს, სვეტლანად ტიხანოვსკაიას კი – 6,8%-მა.